თურქეთის ჩემპიონატში ანკარელებმა ამჯერადაც დაძაბულ ორთაბრძოლაში "იესილგირესუნთან" 3 ქულით - 90:87 წააგეს. სანიკიძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ანკარელთაგან 22 ქულით საუკეთესო მარტინას
7 მოგებითა და 11 წაგებით "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაეშვა. მომდევნო ტური 28 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდები - "თედ კოლეჯი" და "დარუშაფაკა" შეხვდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით