მანუჩარ მარკოიშვილის 9 ქულა და გამარჯვება "უშაკთან"

AutoSharing Option
სტამბოლის "დარუშაფაკამ", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, თურქეთის ჩემპიონატში 40-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლელებმა "უშაკს" უმასპინძლეს და 92:52 გაანადგურეს.

მარკოიშვილს მოედანზე ყოფნა არასრულ 18 წუთს მოუწია, რის განმავლობაშიც მან 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ სამქულიანები ესროლა და 7 ცდიდან 3 გამოიყენა.

16 ქულით ბომბარდირი სკოტი ვილბეკინი გახდა, ხოლო მილკო ბიელიცამ 13 ქულა მიითვალა. რადგანაც მეტოქემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, დარუშაფაკელთა მწვრთნელმა სათამაშო დრო გუნდის ყველა წევრზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

"დარუშაფაკა"
თურქეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა - სტამბოლელებს 11 მოგების წილ 7 მარცხი გააჩნიათ. მორიგ ტურში, 28 თებერვალს, "ქართული დერბი" გაიმართება: მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული