"არც ერთი მათგანი არ მოხვედრილა "ოლ სტარში", მაგრამ მათ გარეშე მათი გუნდები წარმატებულები ვერაფრით იქნებოდნენ.
12-12-მა კალათბურთელმა კვირას ტორონტოში ძირითადად დამსახურებულად ითამაშა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში. პრესაშიც ძირითადად მათზე წერენ, თუმცა ამ კალათბურთელებმა კარგად იციან, რომ სჭირდებად ისეთი თანაგუნდელები, რომლებიც "შავ სამუშაოს" გააკეთებენ.
ყოველ ძლიერ კლუბს ჰყავს ასეთი
კალათბურთელები მხოლოდ იმათგან შეირჩა, რომელთაც გუნდის ბურთის ფლობის 20% და ნაკლები აქვთ ან საშუალოდ 28 წუთზე ნაკლებს თამაშობენ შეხვედრაში. რატომ 20%-ზე ნაკლები? მიზეზი მარტივია - მოედანზე სულ ხუთი კალათბურთელი გამოდის და ბალანსირებულ გუნდში თითოეულს პოზიციის 20% ერგება. არიან კიდევ სათადარიგოებიც.
თითოეული გუნდიდან მხოლოდ 1 კალათბურთელი შეირჩა. სხვანაირად სიმბოლურში ნახევარი "სან ანტონიოსა" და "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები იქნებოდნენ. პლუს, კიდევ ერთი მოთხოვნა "ოლ სტარში" ვერმოხვედრაა.
მაშ ასე, "სასარგებლო კალათბურთელთა" სიმბოლური ხუთეული ასეთია:
მცველები: ჯეი ჯეი რედიკი (კლიპერსი), ჯრუ ჰოლიდეი (ნიუ ორლეანი)
ფორვარდები: ჯეი ქრაუდერი (ბოსტონი), სერჟ იბაკა (ოკლაჰომა) და ზაზა ფაჩულია (დალასი).
აღსანიშნავია, რომ სარეზერვო სიაში მოხვდა ტიმ დანკანი (სან ანტონიო).
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ საიტმა უძღვნა სიღრმისეული ანალიტიკური წერილი ზაზა ფაჩულიას წარმატებულ თამაშს "დალასში".