სიახლეების უქონლობამ "დალასის" "ტვიტერის" გვერდი ხუმრობის ხასიათზე მოიყვანა. გამოცემამ ორი ტრეიდი "აღმოაჩინა", რომლის შესახებაც არავინ იტყობინება - ჩარლი ვილანუევა ჯავალ მაკგიში და ზაზა ფაჩულია დირკ ნოვიცკიში.
"აი, მეგობრებო, კიდევ ერთი ტრეიდი, რომლის შესახებაც ვერსად შეიტყობთ", - წერს "დალასის" "ტვიტერის" გვერდი და ზაზას და დირკის დამონტაჟებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კალათბურთელებს სახეები შეუცვალეს.