სტამბოლურ ფინალში, რომელსაც თურქეთის თასის მფლობელი უნდა გამოევლინა, ქართველი ფორვარდი მოვლენების ეპიცენტრში იყო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც აჩვენა.
დასანანი კი ისაა, რომ მარკოიშვილს თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ხელიდან ბოლო მომენტში გამოეცალა. დღესდღეობით ევროპაში საუკეთესო გუნდმა "დარუშაფაკას" ბოიან ბოგდანოვიჩის სამქულიანით მოუგო, რომელიც სერბმა მსროლელმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჩააგდო და "ფენერბაჰჩეს" 67:65 მოაგებინა.
მარკოიშვილმა არასრული 25 წუთი ითამაშა და 16 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ
სკოტი ვილბეკინმა 15 ქულა მოაგროვა, ხოლო დარუშაფაკელთაგან სხვას არავის მიუღწევია 10-ქულიან ზღვრამდე. "ფენერბაჰჩეში" 21 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით