ზაზა ფაჩულია: "დალასი" ზუსტად საჩემო გუნდია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია დალასის რადიო KTCK-FM 96.7-ს ესტუმრა, თუმცა ქართველი ცენტრის ინტერვიუდან მხოლოდ ერთ კომენტარს შემოგთავაზებთ, სადაც ზაზა ხსნის, რატომ აქვს მას წარმატებული სეზონი "მავერიკსში".

"ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ მწვრთნელებს. ისინი სწორ პოზიციას მირჩევენ და კომფორტის ზონებს მიქმნიან, როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი გუნდის გამოცდილებაა. ჩემს კარიერას თუ გადავხედავთ, 80% ყოველთვის ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. "დალასში" კი კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა.

გუნდში ბევრი ვეტერანია, რომელთაც ზედმიწევნით კარგად იციან, ყოველ მომენტში როგორ იმოქმედონ. მათ კარგად იციან, რომ თითოეულ წვრილმანს დიდი მნიშვნელობა
შეიძლება ჰქონდეს. "დალასს" შესანიშნავად ვეწყობი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული