"ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ მწვრთნელებს. ისინი სწორ პოზიციას მირჩევენ და კომფორტის ზონებს მიქმნიან, როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი გუნდის გამოცდილებაა. ჩემს კარიერას თუ გადავხედავთ, 80% ყოველთვის ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი. "დალასში" კი კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა.
გუნდში ბევრი ვეტერანია, რომელთაც ზედმიწევნით კარგად იციან, ყოველ მომენტში როგორ იმოქმედონ. მათ კარგად იციან, რომ თითოეულ წვრილმანს დიდი მნიშვნელობა