ახლა "დალასი" ფარქვეშ სრულყოფილად არის დაკომპლექტებული - სტარტერებს დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას, სკამიდან ლი, სალაჰ მეჯრი, ჩარლი ვილანუევა, დუაიტ პაუელი და ჯავალ მაკგი დაეხმარებიან.
"წუთებს არავინ შემპირებია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ", - განაცხადა ლიმ, რომელიც ამ სეზონში "სელტიკსში" თამაშობდა.
დააკლდება თუ არა ზაზას წუთები ლის მოსვლის გამო? სავარაუდოდ, არა, რადგან ლი ორივე პოზიციაზე კარგად თამაშობს და ის უფრო სათადარიგო კალათბურთელებს