ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 10 მოხსნა და მარცხი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალასი" შინ "ოკლაჰომა სანდერთან" ანგარიშით 103:116 დამარცხდა.

ამ წაგებით ტეხასური გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-6-დან მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.

დალასელებს "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა" გადაასწრო, რომელმაც ბოლო 6 შეხვედრა მოიგო.

"ოკლაჰომასთან" დღევანდელ მატჩში ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 24 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ 7 ქულასთან ერთად 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

დალასელთაგან 33 ქულით საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი. "მავერიკსში"
დებიუტი ჰქონდა "ბოსტონიდან" გადასულ ფორვარდ დევიდ ლის, რომელმაც 15 წუთში 4 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. ოკლაჰომელებს 24-24 ქულით რასელ ვესტბრუკმა და კევინ დიურანტმა ულიდერეს.

მომდევნო მატჩს "დალასი" 27 თებერვალს, შინ "დენვერთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული