მანუჩარ მარკოიშვილის 9 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" ევროლიგის ტოპ-16-ში მეორე მატჩი მოიგო და პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა.

სტამბოლური გუნდი 2 მოგებით და 6 მარცხით მე-6 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე, საპლეიოფო ზონაში მყოფ "ცრვენა ზვევდას".

"დარუშაფაკამ" გასულ ტურში ესპანურ "უნიკახას" უმასპინძლა და 23 ქულით - 78:55 დაამარცხა.

მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 26:34 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მანუჩარმა საბოლოო ჯამში 9 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა დააგროვა.

სტამბოლელებს 21
ქულით და 8 მოხსნით ამერიკელმა ლიუკ ჰარანგოდიმ ულიდერა.

მომდევნო მატჩი "დარუშაფაკას" 3 მარტს, ზაგრებში "ცედევიტასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული