საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის
ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში საკუთარ მოედანზე "დენვერ ნაგეტსი" მიიღო და მეტოქე ოვერტაიმში, ანგარიშით 122:116 (20:28, 24:28, 32:24, 32:28, 14:8) დაამარცხა.
თბილისის დროით, 27 თებერვალს, გამთენიისას გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 108:108 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც შედარებით გამოცდილმა "დალასმა" იმარჯვა.
ზაზამ სასტარტო ხუთეულში, მაგრამ მხოლოდ 8:11 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ფაჩულიას ფარში არცკი უსვრია, მის ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი მოხსნა და ორი ჩაჭრა იყო.
მასპინძელთა
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი
ჩენდლერ პარსონსმა შეიტანა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლით გამოირჩა
დირკ ნოვიცკი (20 მოხსნა, 13 მოხსნა). ორმაგი დუბლი (14+14) შეასრულა ზაზას კონკურენტმა, "დალასში" "სელტიკსიდან" ახლახან გადასულმა ცენტრმა
დევიდ ლიმ, რომელმაც 25:04 წუთი ითამაშა.
მომდევნო შეხვედრას ზაზას გუნდი, თბილისის დროით 29 თებერვალს, შინ "მინესოტასთან" ჩაატარებს.