ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" შინ "დენვერი" ოვერტაიმში დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში საკუთარ მოედანზე "დენვერ ნაგეტსი" მიიღო და მეტოქე ოვერტაიმში, ანგარიშით 122:116 (20:28, 24:28, 32:24, 32:28, 14:8) დაამარცხა.

თბილისის დროით, 27 თებერვალს, გამთენიისას გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 108:108 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც შედარებით გამოცდილმა "დალასმა" იმარჯვა.

ზაზამ სასტარტო ხუთეულში, მაგრამ მხოლოდ 8:11 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ფაჩულიას ფარში არცკი უსვრია, მის ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი მოხსნა და ორი ჩაჭრა იყო.

მასპინძელთა
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჩენდლერ პარსონსმა შეიტანა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლით გამოირჩა დირკ ნოვიცკი (20 მოხსნა, 13 მოხსნა). ორმაგი დუბლი (14+14) შეასრულა ზაზას კონკურენტმა, "დალასში" "სელტიკსიდან" ახლახან გადასულმა ცენტრმა დევიდ ლიმ, რომელმაც 25:04 წუთი ითამაშა.

მომდევნო შეხვედრას ზაზას გუნდი, თბილისის დროით 29 თებერვალს, შინ "მინესოტასთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დეივიდ ლი ყოფილი ორგზის ოლსტარია,ასე რომ არაფერი იქნება იმაში გასაკვირი თუ კი სასტარტოსაც აახევს ზაზას...ის ზაზაზე ბევრად ძლიერი, გამოცდილი და ტექნიკური მოტამაშეა,რაც უკვე აჩვენა კიდეც
andria
13:47 27-02-2016
0
ამის დამცერს რა უნდა ელაპარაკო? დალასმა ცენტრი აიყვანა, დევიდ ლი, ზაზას კონკურენტი. და ამ კონკურენტმა დიდი დრო დაჰყო პარკეტზე და ორმაგი დუბლიც სეასრულა - 14+14. არ უნდა დაცეროტ ეგ?
Irakli
13:01 27-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული