დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელის დუდა სანაძის "სან დიეგო" ამერიკის სტუდენტური ლიგის "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ლიდერ "გონზაგას" შეხვდა და 22 ქულით - 60:82 დამარცხდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს გუნდები კონფერენციის პოლუსებზე - პირველ და ბოლო ადგილებზე იმყოფებიან.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. დუდამ 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

გონზაგელთა რიგებში საუკეთესო ლიტვის ნაკრების წევრი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი
დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 17 მოხსნა.

მომდევნო მატჩს "სან დიეგო" 28 თებერვალს "პორტლენდთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული