ბექა ბურჯანაძის 7 ქულა, 11 მოხსნა და გამარჯვება "ჰუესკასთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" "ლებ ოროდ" წოდებულ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ლაკორუნიელები სტუმრად "პენიას ჰუესკას" შეხვდნენ და დამაჯერებელი სხვაობით - 78:64 სძლიეს.

ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 7 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიელთაგან საუკეთესო შედეგი გედიმინას ზილემ დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.

12 მოგებითა და 11 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" "კასტელოსა" და "ბარსელონათან" (მეორე გუნდი)
ერთად ცხრილში 6-8 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 4 მარტს ბურჯანაძის გუნდი "ხუვენტუდს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული