ზაზა ფაჩულია: კალათბურთის მერე ჩემი ადგილი ბიზნესშია

AutoSharing Option
ESPN-მა "დალას მავერიკსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ზაზა ამერიკაში მიღებულ განათლებაზე და საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდგომ გეგმებზე საუბრობს.

"ზაზა ფაჩულიამ პროფესიული კარიერა ევროპაში 16 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ განათლებაზე უარი არასოდეს უთქვამს.

NBA-ს 13-წლიანი კარიერის განმავლობაში ქართველი სწავლობდა ამერიკის პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში - ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლაში, ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლაში და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში. მან დაასრულა ნიუ იორკის უძრავი ქონების ონლაინ-სრული კურსი.

ფაჩულია 4 ენაზე საუბრობს (ქართული, თურქული, რუსული და ინგლისური)",
- წერს გამოცემა ზაზასთან ინტერვიუს შესავალში.

- თუ გიფიქრიათ, რომ 19 წლის ასაკში ამერიკაში სათამაშოდ კი არა, სასწავლებლად ჩამოსულიყავით?
- საინტერესო კითხვაა. სწავლას და სპორტს აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ევროლიგაზე. მე ვთამაშობდი ბიჭებთან, რომელთაც დიდი ხნის კარიერა ჰქონდათ, მათ შორის - ამერიკული; მქონდა ჩემი შემოსავალი, მოკლედ, უფრო ადრე დავკაცდი.

ნეგატიური ამაში ისაა, რომ სკოლაში სწავლის, სკოლის დასრულების დრო არ გაქვს. არადა, ჩემს ოჯახში სწავლას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა.

როგორც კი საშუალება მეძლეოდა ცოდნის გაღრმავების, ამას ვაკეთებდი, კარიერის მიუხედავად. სტატისტიკურად თუ მივუდგებით, ის ბიჭები, რომლებიც კოლეჯს ამთავრებენ, დრაფტზე უფრო მოწინავე პოზიციებზე ხვდებიან.

თუმცა ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ, უძლიერეს ლიგაში მე-13 წელია ვთამაშობ. თუმცა ჩემს შვილებს, პირველ რიგში, კარგ განათლებას მივაღებინებ. რა თქმა უნდა, არც საკალათბურთო ფუნდამენტურ ცოდნას დავიშურებ მათთვის.

- რას აპირებთ საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ?
- გავაგრძელებ სწავლას. ეს დიდი გამოცდილებაა. ჰარვარდის ბიზნესკლასში 60 სტუდენტი ვიყავით, მე ყველაზე მაღალი. ნახევარი ამერიკელი იყო, მეორე ნახევარი კი მთელი მსოფლიოდან. მათ თავიანთი მცირე და საშუალო ბიზნესი აქვთ და ცდილობენ ახალ ეტაპზე ასვლას. ევორიში ძირითადად ჯორჯიელები იყვნენ "კოკა კოლადან" და "დელტადან". გავაგრძელებ იმ საფუძველის შენებას, რომელზეც შემდეგ ჩემს ბიზნესს ავაწყობ.

- სად გესახებათ თქვენი თავი კარიერის დასრულების შემდეგ?
- უნდა გავხდე ახალი მარკ კუბანი (იცინის). ბიზნესი ძალიან მაინტერესებს. ამიტომ საკუთარ თავს ბიზნესში ვხედავ - თვლა კარგად გამომდის.

- გვითხარით სასტუმროზე, რომელსაც სამშობლოში ფლობთ...
- რამდენიმე წლის წინათ გავიგეთ, რომ სასტუმრო იყიდებოდა. შედგა სარფიანი მოლაპარაკება. მაშინ არაფერი ვიცოდი, როგორ უნდა წარმემართა სასტუმროს საქმიანობა. დედას ვუთხარი, რომ თუ დაინტერესდებოდა ამ საქმით. ეს იყო ჩემი ინვესტიცია, ამიტომაც დედამ წელიწად-ნახევარი ყოველი დღე, 24 საათი გაატარა ამ სასტუმროში. მე ხომ ერთადერთი შვილი ვარ და ზრუნავს ჩემზე, ჩემს ფულზე.

ამ ბიზნესმა წარმატება მოგვიტანა, კიდევ ერთი სასტუმრო შევიძინე და კიდევ ვფიქრობთ გაფართოებაზე.

- რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში თქვენს სასტუმროში?
- ასე ვთქვათ, სასტუმრო ჩემს სახელთან ასოცირდება, თორემ იქ ყველაფერი დედაა - 100%-ით მისი დამსახურებაა. სტუმრებს კარგ სერვისს ვთავაზობთ, ამიტომაც კარგ გამოძახილებს ვიღებთ ხოლმე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყვლეა საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოს ზაზა ბატონო, კალათბურთის შემდეგ შენი ადგილი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულში როგორც ახალი ყაიდის ქართველი მებრძოლი,შრომისმოყვარე, კეთილი და საქართველოზე შეყვარებული ქართველი კაცი. მოკლედ ძალიან მისაბაძი ხარ სხვებისთვის
ფოთი
23:37 01-03-2016
0
საღოლ ზაზა, მიდი ზაზა ბოლომდე მიაწექი.
kilkauskas
09:20 02-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული