კოლორადოში გამართული მატჩი დალასელებს კარგა ხანს ცუდად დასწყვეტს გულს, რადგან თითქმის მოგებული თამაში წააგეს.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე "დალასი" 106:102 იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ვილ ბარტონმა სირენამდე 7 წამით ადრე საჯარიმოები ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში დენვერელებმა სტუმრებს ჩაუჭრეს და ემანუელ მუდიეის პასით კენეტ ფარიდმა დალასელებს გამათანაბრებელი ბურთი ჩაუტენა.
დამატებით დროში დირკ ნოვიცკის სამქულიანის შემდეგ "დალასი" 111:108
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა. ამ მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 2 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. დალასელთა სასტარტოთაგან 35 წუთზე ნაკლები არავის უთამაშია და საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. სათადარიგო ფორვარდ-ცენტრმა დევიდ ლიმ 26 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
33 მოგებითა და 30 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს, რადგან კონკურენტი "პორტლენდი" დღეს მიჯრით მეორედ დამარცხდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, შინაურ არენაზე "კლიპერსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით