ვიქტორ სანიკიძის სუპერმატჩი თურქეთში - 24 ქულა და 9 მოხსნა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის ლიდერობით "თედ კოლეჯლერმა" სტუმრად "კონიასფორი" დამატებით დროში - 100:95 დაამარცხა.

სანიკიძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და თავისთავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ვიქტორი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 36:08 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

სანიკიძემ 9-დან 7 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ კალათბურთელს გვერდში ედგა მარკო ტომასი, რომელმაც შეხვედრა 20 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.

შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ ანკარელები 9
ქულით უგებდნენ კონიელებს, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტი პერიოდი 26:17 მოიგეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. ოვერტაიმში სანიკიძის წინამძღოლობით ანკარელებმა 16:11 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.

9 მოგებითა და 12 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-11 ადგილზეა. 12 მარტს "თედ კოლეჯლერი" "გალათასარაის" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი სწორედ ასეთი სანიკიძე მომენატრა. ვიკა მაგარია მაგრამ რთული პერიოდი გაუგრძელდა. იმედია ეს თამაში დაბრუნების დასაწყისია
grisha
13:42 07-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული