მანუჩარ მარკოიშვილის 19 ქულა "დარუშაფაკას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "დარუშაფაკა" აუტსაიდერ "იეშილგირესუნთან" დამარცხდა.

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ვერ მოახერხა ცხრილში მე-13 ადგილზე მყოფი გუნდის სტუმრად დამარცხება - 72:77 და სატურნირო ვითარება გაირთულა.

მანუჩარ მარკოიშვილი დარუშაფაკელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა ქართველი უკანახაზელის 19 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 5 სამიანი ჩააგდო. მოგროვებულ 19 ქულას მანუჩარმა თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაყოლა. მარკოიშვილის შემდეგ "დარუშაფაკაში" შედეგიანი მარკუს სლაგტერი გახლდათ, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულებს კი 20 ქულით დორონ პერკინსმა ულიდერა.

12 მოგებითა და 9 მარცხით
"დარუშაფაკა" კვლავ მე-4 ადგილზეა, თუმცა მდევარმა "ქარშიაქამ" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი დარუშაფაკელებს 12 მარტს, სანიკიძის გუნდისგან ძლეულ "კონიასფორთან" სტამბოლში ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული