ზაზა ფაჩულიას 2 ქულა, 8 მოხსნა და მარცხი "კლიპერსთან"

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალასი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში შინ "კლიპერსთან" ანგარიშით 90:109 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე სულ 15 წუთი გატარა. ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი ააცილა და 2 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ დალასელთა ახალწვეულმა ცენტრმა ლიმ 16 წუთში 13 ქულისა და 8 მოხსნის მოგროვება შეძლო.

33 მოგებითა და 31 წაგებით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში "პორტლენდთან" მე-6-მე-7 ადგილებს იყოფს.

ფაჩულიას გუნდი 10 მარტს საკუთარ მოედანზე "დეტროიტს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული