საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა და თამამი განაცხადი გააკეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრაზე.
თავად განსაჯეთ: "ბასკონიას" ქართველმა გამთამაშებელმა "მარიანისტასთან" საპლეიოფო მატჩში 24 წუთში 50 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 14 სამქულიანიდან 12 ჩააგდო.
ბულაშვილის წინამძღოლობით, "ბასკონიამ" "მარიანისტა" 125:58 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადებისას ლუკა "ბასკონიას" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ევრობასკეტიდან წამყვანი ლეგიონერების დაბრუნების შემდეგ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"