14-დან 12 სამქულიანი! 50 ქულა 24 წუთში! - ლუკა ბულაშვილის სუპერმატჩი "ბასკონიაში"

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუკა და თორნიკე შენგელია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა და თამამი განაცხადი გააკეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრაზე.

თავად განსაჯეთ: "ბასკონიას" ქართველმა გამთამაშებელმა "მარიანისტასთან" საპლეიოფო მატჩში 24 წუთში 50 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 14 სამქულიანიდან 12 ჩააგდო.

ბულაშვილის წინამძღოლობით, "ბასკონიამ" "მარიანისტა" 125:58 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადებისას ლუკა "ბასკონიას" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ევრობასკეტიდან წამყვანი ლეგიონერების დაბრუნების შემდეგ
ბულაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. იგი "ბასკონიას" 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ჭაბუკთა ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო დუბლშემადგენლობასთან ერთად - ესპანეთის ქვედა ლიგაში გამოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ გვეღირსოს ერთი ნორმალური სნაიპერი
ბმბ
13:26 11-03-2016
0
ჯერ იქ მოხვდეს, ნაკრები მერე, თუ სპეციალნად არეკლამებთ? ვიგოდა რა არი?
არა
13:28 11-03-2016
0

სიახლეები პოპულარული