11:30 13-03-2016
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 9 მოხსნა და "დალასის" ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]
AutoSharing Option
მორიგი მარცხი ტეხასელებმა შინ, "ინდიანასთან" განიცადეს. დირკ ნოვიცკის 30-მა ქულამ "დალასს" ვერ უშველა, რომელმაც "პეიზერსთან" შეხვედრა 105:112 დათმო.
ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მოგროვილ 6 ქულას დალასელთაგან უმეტესი 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ბოლო მატჩების მსგავსად ტეხასელთაგან საუკეთესო კვლავ დირკ ნოვიცკი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა. 15 ქულა ვესლი მეთიუზის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო დევიდ ლიმ 19 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. "ინდიანაში" 20 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ. 17 ქულა ყოფილი დალასელი მონტა ელისის ანგარიშზე დაგროვდა.
33 მოგებითა და ამდენივე წაგებით "დალასი" დასავეთ კონფერენციის 7-8 ადგილებს "პორტლენდთან" იყოფს. მე-9 ადგილზე მყოფ "იუტას" 30 მოგება და 35 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას დალასელები 15 მარტს სტუმრად, "შარლოტთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული