ზაზა ფაჩულია, მიმდინარე სეზონში პირველად, სათადარიგო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად მიმდინარე სეზონში, ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო. "დასალში" აქამდე ნათამაშებ 61-ივე შეხვედრაში ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო, წუხელ შარლოტში გამართულ შეხვედრაში კი ქართველი ცენტრი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა.

დალასელთა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა დაბალი, სამაგიეროდ, მოქნილი ხუთეულით თამაში განიზრახა, ცენტრის პოზიციაზე დირკ ნოვიცკი დააყენა, ხოლო ფაჩულიას ნაცვლად სასტარტოში გამთამაშებელი რეიმონდ ფელტონი გაამწესა.

დალასელთა ტაქტიკამ გაამართლა, რადგან "შარლოტს" არ ჰყავს გამოკვეთილად ძლიერი ცენტრი და ეს გუნდი ძირითა
დად სწრაფ, უკანახაზელთა სისხარტეზე აწყობილ თამაშზეა ორიენტირებული.

შესაბამისად, ფელტონის, დერონ უილიამსის, ჩენდლერ პერსონსის და ვესლი მეთიუზის სისწრაფის ხარჯზე, რასაც ფარქვეშ დირკ ნოვიცკის გონივრული თამაში ერთვოდა, ტეხასელებმა შეძლეს გასვლით მატჩში გამარჯვების მოპოვება - 107:96.

24 ქულით ბომბარდირი პერსონსი გახდა, 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ნოვიცკიმ, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 6 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

"დალას მავერიკსს" 34 მოგება და 33 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონთან" ერთად კვლავ მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი "დალასს" 17 მარტს კლივლენდში, ლებრონ ჯეიმსის "კავალერსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული