ვიქტორ სანიკიძის 13 ქულა და მარცხი "ბანვითთან"

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი შედეგიანად ითამაშა.

"თედ კოლეჯლერის" ქართველმა ფორვარდმა სტუმრად "ბანვითს" პირველ პერიოდში 11 ქულა ჩაუგდო, თუმცა დარჩენილ დროში საკუთარ მონაგარს ბევრი ვერაფერი შემატა და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

სანიკიძის გუნდმა შეხვედრა 70:92 დათმო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:12 წუთში 13 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. 15 ქულით ანკარელთაგან ბომბარდირი კალინ ლუკასი გახდა, გამარჯვებულთაგან კი 27 ქულით საუკეთესო ადრიენ მორმანი იყო.

"თედ კოლეჯლერი" 8 მოგებითა და 14 მარცხით მე-12 ადგილზე
იმყოფება. შემდეგ ტურში, 26 მარტს ანკარელები "ბუიუქკეჩკემეს" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული