ზაზა ფაჩულია შესაძლოა "საკრამენტო კინგზში" გადავიდეს

AutoSharing Option
1-ელ ივლისს ზაზა ფაჩულია თავისუფალი აგენტი გახდება და "დალას მავერიკსთან" აღარაფერი დააკავშირებს. "ივლისის მორატორიუმის" გასვლის შემდეგ, 8 ივლისიდან ნებისმიერ თავისუფალ აგენტს შეუძლია კონტრაქტი ნებისმიერ კლუბს გაუფორმოს.

ზაზამ შესანიშნავად ითამაშა ამ სეზონში. მის ანგარიშზე 25 ორმაგი დუბლია. ის იყო "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ერთ-ერთი კანდიდატი. ამიტომაც თავისუფლად შეიძლებოდა წარმოდგენა, რომ "დალასი" მის შენარჩუნებას შეეცდებოდა.

მაგრამ შემდეგ "დალასმა" დევიდ ლი აიყვანა. ბოლო დროს მწვრთნელი ფაჩულიას ნაკლებად ენდობა, თითქოს, ქართველ ცენტრზე შორსმიმავალ გეგმებს არ აწყობენ ტექსასურ კლუბში.

ESPN-ის პარტნიორი cowbellkingdom.com-ის ვერსიით, შესაძლოა, ზაფხულში ფაჩულია
"საკრამენტო კინგზში" აღმოჩნდეს, სადაც მას დემარკუს კაზინსის შემცვლელის როლი ელის.

"ფაჩულია ლიგაში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრია. ის კაზინსთან ერთად სოლიდურ ტანდემს შექმნის", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული