მანუჩარ მარკოიშვილის 12 ქულა "დარუშაფაკას" ევროლიგაზე მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ჩარჩა. სტამბოლელებმა ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლეს და დიდი ბრძოლის შედეგად ბოლო წამებზე - 84:86 დამარცხდნენ. დარჩენილ 2 ტურში "დარუშაფაკა" ვეღარ მოახერხებს პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრას.

შეხვედრის ბოლო წუთზე "დარუშაფაკა" 84:81 იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ელიოტ უილიამსმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სტამბოლელთა ამერიკელი ლეგიონერის, სკოტი უილბეკინის ორქულიანი მიზანს ასცდა. "პანათინაიკოსის" გამარჯვების ქულები იმავ უილიამსმა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო.

ქართველი უკანახაზელი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოე
დანზე 29 წუთი გაატარა და თავი 12 ქულას, 2 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (11) მარკოიშვილი "დარუშაფაკას" შემადგენლობაში მხოლოდ სემიჰ ერდენს (19) ჩამორჩა.

3 მოგებითა და 9 წაგებით "დარუშაფაკა" E ჯგუფის ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე იმყოფება. ჯგუფის მორიგ მატჩს სტამბოლელები 31 მარტს, ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული