მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" თურქეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქეს სძლია

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატში პრინციპული შეხვედრა მოიგო მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა.

"დარუშაფაკამ" "ბანვითს" უმასპინძლა, რომელთანაც ცხრილის მე-4 ადგილისთვის და შესაბამისად, პლეი ოფში მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვის. ქართველი ლეგიონერის გუნდმა 75:66 იმარჯვა და "ბანვითს" ქულებით გაუთანაბრდა. "დარუშაფაკას" მეტოქეზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მარკოიშვილმა მოედანზე 15 წუთი დაჰყო და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. მანუჩარმა 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.

მასპინძლებს 18 ქულით ამერიკელმა სკოტი ვილბეკინმა ულიდერა, ჩერნოგორიის ნაკრების წევრმა მილკო ბიელიცამ კი 12 ქულა ჩააგდო. ბანვითელებს ამერიკელი დომინიკ ჯონსონის 14 ქულა
ვერაფერში წაადგა.

"დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 3 აპრილს, სტუმრად "ბუიუკჩეკმეჩესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული