ზაზა ფაჩულიას 29 წუთში მოპოვებული 5 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "დენვერთან"

AutoSharing Option
"დალას მავერიკსმა" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად, დენვერში, სადაც ადგილობრივი "ნაგეტსი" 97:88 დაამარცხა.

ტექსასელები ამ გამარჯვებით გაუთანაბრდნენ "ჰიუსტონს" და ამ გუნდთან ერთად დასავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს იყოფენ.

დალასელთა მწვრთნელი ექსპერიმენტებს აგრძელებს და სასტარტო ხუთეულის წევრებს ცვლის.

ამჯერად მან ხუთეულში დუაიტ პოუელს მოუხმო, რომელიც მძიმე ფორვარდია და სასტარტოში ტუნისელი ცენტრი სალაჰ მეჯრი ჩაანაცვლა. ფაჩულია ისევ სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით - 29 წუთით გამოჩნდა, მაგრამ ორმაგ დუბლამდე ვერ ავიდა და ამ შედეგის ნახევარი შეასრულა.

ფაჩულიამ დენვერელ კენეტ
ფარიდთან შეხლის გამო ტექნიკური მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზამ ფარიდს სახეში იდაყვი უთავაზა, ხოლო ცოტა ხანში ამ უკანასკნელს მოხსნისთვის ბრძოლის დროს ხელი ჰკრა და მოედნის გარეთ გადააგდო. ფარიდმა შეხვედრა 9 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა, ფაჩულიამ კი 5 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. სხვა დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ცენტრს არ ჰქონია, რომელმაც 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

დალასელებს ისევ აკლდათ ტრავმირებული დერონ უილიამსი და ნაოპერაციები ჩანდლერ პერსონსი, რის გამოც დენვერში მხოლოდ 8 კალათბურთელით ითამაშეს. 6-მა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს უწია, რომელთა შორისაც არ იყო ფაჩულია და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩენილი დევიდ ლი.

მომდევნო მატჩს "დალასი" შინ, 31 მარტს "ნიუ იორკთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული