ზაზა ფაჩულიას "დალასმა" სტუმრად "მინესოტას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს ზაზა ფაჩულიას "დალასი" "მინესოტას" ესტუმრა და ანგარიშით 88:78 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22.33 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ზაზამ 3 ორქულიანიდან მხოლოდ ერთხელ მოათავსა ბურთი კალათში.

შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი კარლ თაუნსი გახდა, რომელმაც 11 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა.

დალასელებს კი ჯეი ჯეი ბარეამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 13 ქულაა.

ამ გამარჯვების შემდეგ
"დალასს" 39 მოგება და 38 მარცხი დაუგროვდა. დალასელები დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს "იუტა ჯაზთან" იყოფენ.

მომდევნო მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდი 7 აპრილს, გამთენიისას, "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული