ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანიდან ირანში გადავიდა

AutoSharing Option
"ევრობასკეტის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანის სუპერლიგის "ჩემიდორში" გადავიდა. წყაროს ცნობით, ლიბანის "შამპვილის" ყოფილი კალათბურთელი თეირანულ კლუბში ტესტირებაზე იმყოფებოდა და გუნდმა ის დაიტოვა.

33 წლის კალათბურთელმა ეს სეზონი მოგზაურობაში გაატარა - სეზონის წინ ის NBA-ს "კლიპერსსა" და ჩინურ "ფუჟიანში" ცდიდა ძალებს. სეზონი მან იაპურ "ტოჩიგი ბრექსში" დაიწყო, შემდეგ კი "შამპვილს" დაუბრუნდა.

"ჩემიდორი" ირანის სუპერლიგაში 18 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზეა. გუნდში მას "შსს აკადემიის" ყოფილი წევრი, კანადელი ემერსონ მარეი დახვდა, რომელიც ზამთარში გადავიდა ირანში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორო "შსს აკადემია" კლუბი აღარ არსებობს და როდის თამაშობდა მსგავსი დაბალი დონის კალათბურთელი ზემოთ ნახსენებ კლუბში?
Luka
15:01 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული