ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და პრინციპული გამარჯვება "ჰიუსტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს მორიგ ტურში "ჰიუსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 88:86 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:20 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მასპინძლებს გასული კვირის დასავლეთის საუკეთესო მოთამაშემ, ჯეი ჯეი ბარეამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი შეხვედრაში დუაიტ ჰოვარდმა მიითვალა - 14 ქულა და 16 მოხსნა.

ამ პრინციპული მოგების შემდეგ
"დალასს" 40 გამარჯვება გაუხდა 38 წაგების წილ. დალასელები დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გამყარდნენ.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 9 აპრილს, გამთენიისას, შინ "მემფისთან" გამართავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული