"დალასი" ისევ იგებს, ზაზა ფაჩულია კვლავ სასტარტოშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 9 აპრილს ღამით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა საკუთარ არენაზე, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიშით 103:93 (18:21, 28:28, 28:19, 29:25) მოიგეს.

ზაზა ფაჩულიამ თამაში კვლავაც "დალასის" სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 21:37 წუთში კი 1 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ზაზამ სულ ორი საჯარიმო ისროლა, საიდანაც ერთი გამოიყენა. "დალასელთაგან" ყველაზე მეტი - 21 ქულა დირკ ნოვიცკიმ ჩააგდო, ორმაგი დუბლით კი ჯასტინ ანდერსონი
გამოირჩა (19 ქულა, 10 მოხსნა).

აღსანიშნავია, რომ ეს დალასელთა ზედიზედ მოგებული მეექვსე მატჩია. "მავერიკსი", რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, 41 მოგებითა და 38 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდეა.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 10 აპრილს, სტუმრად "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული