"ბეშიქთაში" ის გუნდი აღარაა, რაც ბოლო წლებში. ერთ დროს გრანდი, ახლა რიგითი გუნდია და მიმდინარე ჩემპიონატში ამ მატჩამდე 12-12 მოგება-წაგებით მე-11 ადგილს იკავებდა. მიუხედავად ამისა, სანიკიძის გუნდმა ვერ მოახერხა გამარჯვება. ანკარელებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 17:30 დათმეს და საბოლოოდ მარცხი იწვნიეს.
ქართველმა ფორვარდმა 37:51 წუთი ითამაშა და ანკარულ გუნდში ერთადერთი
სანიკიძემ 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ვიქტორმა 17 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა, რითაც "თედ კოლეჯლერში" საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ანკარელთაგან 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ფრენკ ელეგარმა, ხოლო 19 ქულა ეროლ ჩინკოს ანგარიშზეა.
8 მოგებითა და 17 წაგებით სანიკიძის გუნდი თურქეთის უმაღლეს ლიგაში მე-12-მე-14 ადგილებს იყოფს. მომდევნო, 26-ე ტურში, 16 აპრილს, "თედ კოლეჯლერი" სტუმრად "ტურკ ტელეკომს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით