ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომას" შინ ვერაფერი მოუხერხა [VIDEO]

AutoSharing Option
22 აპრილს ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს პლეი ოფში "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 102:131 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18.52 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 5 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ზაზამ ერთი ორქულიანი ააცილა და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩში ყველაზე მეტი, 34 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, ერთადერთი ორმაგი დუბლი კი რასელ ვესტბრუკმა გაიფორმა, რომელმაც 26 ქულას 15 პასი დაუმატა.

დალასელთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა უესლი მეთიუზმა მოაგროვა. დირკ ნოვიცკიმ კი 16 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ მარცხის შემდეგ "დალასი" "ოკლაჰომასთან" სერიაში 1:2-ს აგებს. მომდევნო შეხვედრა "დალასში" 24 აპრილს, გვიან ღამით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული