მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" "ტელეკომს" სძლია

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა თურქეთის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. "დარუშაფაკამ" "ტურკ ტელეკომს" უმასპინძლა და 76:69 სძლია. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 16:15 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მარკოიშვილმა 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 16 ქულით დარუშაფაკელთაგან ლიუკ ჰარანგოდი გამოირჩა, ხოლო სამმა მოთამაშემ - მეჰმეტ იაგმურმა, ემირ პრზდელიჩმა დ სემიჰ ერდენმა - 10-10 ქულა დააგროვა.

18 მოგებითა და 9 წაგებით "დარუშაფაკა" მე-3 ადგილზეა. 30 აპრილს მარკოიშვილის გუნდი "ისტანბულს" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული