"დალას მავერიკსის" ქართველი ცენტრი "ოკლაჰომასთან" საპლეიოფო სერიის მე-5 მატჩში სამმაგ დუბლამდე მივიდა - ფაჩულიამ 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც პლეი ოფის შეხვედრაში მისი სარეკორდო შედეგია.
"დალასმა" ფავორიტად მიჩნეულ და სერიაში 3:1 დაწინაურებულ "სანდერთან" მე-5 მატჩი 104:118 წააგო და სერიასთან ერთად სეზონიც დაასრულა.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში 32 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
დირკ ნოვიცკიმ 24
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასული "ოკლაჰომა" "სან ანტონიოს" შეხვდება. სერიის პირველი მატჩი მომავალ შაბათს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით