13:02 02-05-2016
გიორგი შერმადინი შეუჩერებელია - 26 ქულა და მატჩის MVP! [VIDEO]
AutoSharing Option
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არათუ ამ მატჩში, ზოგადად, მთელი ტურის მატჩებში გამორჩეული იყო.
დიდი შანსია, შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს, რადგან მისი ზოგადი მონაგარი ტურში აქამდე გამართულ ყველა მატჩში საუკეთესოა.
შერმადინის შემდეგ ანდორელთაგან გამორჩეული შედეგი ლიკა ბოგდანოვიჩმა დააფიქსირა 13 ქულით, ხოლო დევიდ ნავარომ და ბენიტო გომესმა 12-12 ქულა მიითვალეს.
12 მოგებითა და 18 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-11 ადგილზეა. მორიგ ტურში, 8 მაისს, "ანდორა ტრავმირებული თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩას" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
yochag shermadini :დ
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (1)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული