მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" "ისთანბულს" მოუგო

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" სტუმრად "ისთანბული" დაამარცხა.

დარუშაფაკელებმა მესამე პერიოდში გატეხეს თანაქალაქელები, თუმცა ბოლო წუთებამდე ბრძოლა გაგრძელდა, რომელიც მარკოიშვილის გუნდმა 3 ქულის სხვაობით - 87:84 მოიგო.

ქართველი უკანახაზელი მოედანზე მხოლოდ 14:22 წუთით გამოჩნდა და 2 ქულას დასჯერდა.

მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად მარკოიშვილს 2 მოხსნა ჰქონდა. საუკეთესო კი 20 ქულის მომხვეჭი სკოტი უილბეკინი გახლდათ. 18 ქულა ლიუკ ჰარანგოდიმ მიითვალა, 13 - სემიჰ ერდენმა.

19 მოგებითა და 9 წაგებით "დარუშაფაკა" მე-3
ადგილზეა, თუმცა მეოთხეზე მყოფ "გალათასარაის" აქტივში 2 მატჩით და 3 ქულით ნაკლები აქვს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 5 მაისს, შინ "ტრაბზონსფორთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული