თურქეთის სუპერლიგაში მარკოიშვილმა მოიგო, სანიკიძემ წააგო

AutoSharing Option
4 მაისს, თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა "დარუშაფაკამ" შინ "ტრაბზონსფორს" 76:71 სძლია. მანუჩარმა 23 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

"დარუშაფაკა" 49 ქულით მესამე ადგილზეა, პლეი ოფში კი ბრძოლას საუკეთესო 8 გუნდი აგრძელებს.

ვიქტორ სანიკიძის "ტედ კოლეჯი", რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ "ეფესთან" 66:89 დამარცხდა. ვიქტორმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩააგდო და ბურთი 9-ჯერ მოხსნა.

სანიკიძის გუნდს 38 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. ელიტურ ლიგას კი მე-15 და მე-16 ადგილებზე
გასული გუნდები ტოვებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული