ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" ნახევარფინალური სერია მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
წაგებით გახსნა ნახევარფინალური სერია ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ".

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ საკვალიფიკაციო ტურნირში ლაკორუნიელთა მეტოქე "მელილა" გახლავთ, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და მეხუთეადგილოსან "კორუნასთან" მოედნის უპირატესობა აქვს.

პირველი მატჩი მასპინძლებმა 101:83 მოიგეს. ბურჯანაძის გუნდმა მხოლოდ მესამე პერიოდი მოიგო, დანარჩენები კი დათმო და მთლიანობაში უიმედოდ დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 32 წუთში 15 ქულა, 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. ბურჯანაძემ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

სერიის მეორე შეხვედრას ისევ "მელილა" უმასპინძლებს.
მატჩი 8 მაისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული