ნოვიცკის არ სურს, რომ "დალასმა" ზაზა ფაჩულია ჰოვარდით შეცვალოს

AutoSharing Option
"დალას მავერიკსის" მფლობელ მარკ კუბანს "ჰიუსტონის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის დამატება რომ სურს, უკვე ცნობილია, მაგრამ Dallas Morning News-ის მიხედვით, შესაძლოა, ჰოვარდი "დალასში" ვერ ვიხილოთ, რადგან ეს არ სურს გუნდის გერმანელ ვარსკვლავ დირკ ნოვიცკის.

დირკს კარიერის დასრულება "დალასში" უნდა. გერმანელს სხვა ამერიკულ გუნდში არც უთამაშია, ის პირველი ვარსკვლავი იყო "დალასისთვის". თან ბევრჯერ დაუთმია ფინანსურად, რომ გუნდი გაძლიერებულიყო. ასე რომ, ნოვიცკის კლუბში სიტყვა ეთქმის და დიდი შანსია, მისი მოთხოვნა გაითვალისწინონ.

"დალასს" ცენტრის პოზიციის გაძლიერება სურს, იმის მიუხედავად, რომ ზაზა ფაჩულიამ იმაზე გაცილებით
უკეთ ითამაშა, ვიდრე ყველა ელოდა და ორმაგი დუბლებით კარიერის რეკორდიც დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ "დალასში" თამაშისას ფაჩულია ძალიან დაუახლოვდა ნოვიცკის, რომელთა მეგობრობა უკვე საყოველთაოდ ცნობილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული