Yahoo Sports-ის რჩევა "დალასს": დააბრუნეთ ზაზა ფაჩულია

AutoSharing Option
Yahoo Sports NBA-ს თითოეულ კლუბს საზაფხულო რჩევებს აძლევს. "დალას მავერიკსს" რჩევებით ბობი მარკსმა მიმართა, რომელიც 20 წლის განმავლობაში "ნიუ ჯერსი ნეტსის" ერთ-ერთი ბოსი იყო.

სხვა რჩევებთან ერთად, ერთი ასეთია: "დალასმა" უნდა იფიქროს ათლეტურ ცენტრფორვარდზე, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებშია. საუკეთესო სიტუაცია იქნება, თუ გუნდი მისაღები კონტრაქტით დააბრუნებს ზაზა ფაჩულიას უკან და იპოვის უფრო ახალგაზრდა ტაისონ ჩენდლერს, რომელსაც მოხსნები, ბლოკები, შეტევა შეეძლება, როცა ეს საჭირო იქნება.

"დალასმა" ისეთი სათადარიგოები უნდა შეიმატოს, რომელთაც მნიშვნელოვანი წუთების თამაში შეუძლიათ და ექნებათ განვითარების პერსპექტივა. ხვალის ვარსკვლავებისა და
მოხეტიალე კალათბურთელების აყვანის დრო უნდა დასრულდეს", - წერს ბობი მარკსი.

გამოცემის ვარაუდით, "დალასმა" ზაზა ფაჩულია წელიწადში 9,8 მილიონ დოლარად უნდა დაიბრუნოს. შეგახსენებთ, რომ ზაზას კონტრაქტი 2015/16 წლების სეზონში 5,2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წყარო ზაზა ფაჩულიას უკვე უკავშირებდა "საკრამენტოს", "ჩიკაგოსა" და "ჰიუსტონს". თავად ქართველმა ცენტრმა უკვე განაცხადა, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა "დალასში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული