ESPN-ის შოუ: ჩვენ უკვე ვნახეთ ზაზა ფაჩულიას ერის დასასრული "დალასში"

AutoSharing Option
ESPN-ის რადიოშოუს წამყვანმა მეტ მოსლიმ "დალას მავერიკსის" ფანების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ზაზა ფაჩულიას მომავალს შეეხებოდა გუნდში.

- როგორ ფიქრობთ, დააბრუნებს "დალასი" ზაზა ფაჩულიას? ბიჭი თავიდან მაგრად თამაშობდა, მაგრამ ბოლოსკენ მოუკლო...
- ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ ზაზა ფაჩულიას ერის დასასრული "დალას მავერიკსში". დიახ, მან მართლა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა გუნდში. დეანდრე ჯორდანის ტრანსფერის ფიასკოს შემდეგ ზაზას ვარიანტი შესანიშნავი გამოსავალი იყო.

მაგრამ ახლა "მავსს" სჭირდება ცენტრი, რომელიც უკეთ გააკონტროლებს კალათს დაცვაში და შეტევაშიც ზაზაზე პროდუქტიული იქნება. იქნება ეს დუაიტ ჰოვარდი?
ვნახოთ, მალე გავიგებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული