dallasnews.com-ის ვერდიქტი: ზაზა ფაჩულია კარგი დამხმარე ცენტრი იქნება, მაგრამ ის ძვირია

AutoSharing Option
ბოლო ხანს ამერიკულ მედიაში იწერება, რომ ზაზა ფაჩულია შესაძლოა, დარჩეს "დალას მავერიკსში", ოღონდ გუნდში მისი როლი შეიცვლება და ის სათადარიგო ცენტრი იქნება

dallasnews.com-მა ასეთი ვარიანტის პლუსები და მინუსები შეაჯამა და ვერდიქტიც გამოიტანა.

დარჩეს: რადგან ზაზა ფაჩულია "დალასს" სეზონის I ნახევარში ძალიან დაეხმარა. ის ყოველ თამაშში ლამის ორმაგ დუბლს აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ მოუკლო, ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდში. ის იქნებოდა კარგი დამხმარე სასტარტო ცენტრისთვის. დავუშვათ, ბისმარკ ბიომბოსთვის.

წავიდეს: რადგან ცენტები ძვირად ფასობენ და როცა კარგ სასტარტო ცენტრს აიყვან,
აღარ რჩება საკმარისი ბიუჯეტი, სათადარიგოშიც დიდი თანხა გადაიხადო. პლუს, ზაზა უკვე 32 წლისაა და სეზონში 5,2 მილიონზე მეტი არასოდეს ჰქონია. მისთვის ფინანსურ საკითხს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან დარჩენილ კარიერაში მაღალ ანაზღაურებაზე თამაშს შეეცდება. თანაც, სეზონის მეორე ნახევარში ოპონენტებმა გაიგეს ზაზას ყველა პლუსი და მის წინააღმდეგ თამაში უკეთ გამოუვიდათ, ფაჩულიაც თამაშში 5,6 ქულას და 7 მოხსნას აკეთებდა. მისი პროდუქტიულობა დაეცა.

საბოლოო ვერდიქტი: "მავერიკსი" ცენტრის პოზიციის გაძლიერებას აპირებს და ამიტომ სჯობს სადმე სხვა მიმართულებით მუშაობა. "დალასისთვის" კარგი იქნებოდა სარეზერვო ცენტრი ფაჩულია, მაგრამ ლიგაში აუცილებლად გამოჩნდებიან კლუბები, რომლებიც მას უკეთეს კონტრაქტს და სასტარტოს როლს შესთავაზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული