ბლატმა "ბასკონიიდან" დაირის ბერტანსი მიიყვანა, ხოლო მარკოიშვილი და ჯეიმონ გორდონი გაუშვა.
არადა, ბლატმა თანაშემწედ გუნდში აინარს ბაგატსკისი მიიყვანა, რომელიც ადრე "სოხუმს" წვრთნიდა.
იტალიური basketuniverso.it-ის ცნობით, მარკოიშვილი ახლა თავისუფალი აგენტია და სავარაუდოდ, ისეთ კლუბში გადავა, რომელიც ევროლიგაზე ითამაშებს, თუმცა არც იტალიურ "კანტუში" დაბრუნებაა გამორიცხული, რომელიც ევროთასზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი "კანტუში" 2009-13 წლებში თამაშობდა.