Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტში" გააგრძელებს.

როგორც sbnation.com-ი იტყობინება, ფაჩულიას აგენტსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა და ქართველი კალათბურთელი ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ხელფასის სახით, 32 წლის ფაჩულია წელიწადში 2,9 მლნ. დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ფაჩულიამ "დალასში" გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიამ გასულ სეზონში "დალასში" 76 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 69ში სასტარტოში იყო. ფაჩულია საშუალოდ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება
"გოლდენ სტეიტს", 2015/16 წლების სეზონში გუნდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "კლივლენდთან" სერიაში ანგარიშით 3:4 დამარცხდა. ხოლო 2014/15 წლების სეზონში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სულ ისტორიაში კი გუნდმა NBA 4-ჯერ 1947, 1956, 1975 და 2015 წლებში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი ვარსკვლავების გვერდზე ითამაშებს როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" "ოკლაჰომიდან" გადავიდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia joins Golden State Warriors on a 1-year, $2.9 million deal
მკითხველის კომენტარები / 34 /
გაისად უკვე ჩემპიონი...გილოცავვვვვვვ!!!!!მაგარი კაცი........
gocha
05 ივლისი 2016 18:15
0
ზაზა გილოცავ ! უფალმა დაგლოცოს ! ერთნაირად დიდი წარმატებაა შენი წინსვლა , როგორც შენი ოჯახისთვის ასევე საქართველოსთვის .
მიხარია ზაზასნაირები , რომ ჰყავს საქართველოს...
ბესო72
05 ივლისი 2016 15:57
0
დაუფასდა ზაზას ყველაფერი რაც კალათბურთისთვის გაიღო. ასეთ საჩემპიონო გუნდში ჩარიცხვაც მისალოცია. ამასთანავე დარწმუნებული ვარ 2017 წელს პირველი ქართველი იქნება ნბა-ს ჩემპიონი! მაგარია!!!
არჩილ ხოფერია
05 ივლისი 2016 15:34
0
წარმოუდგენლად დიდი სიხარული იქნება ქართველი სპორტის მოყვარულებისთვის და თუნდაც მთლიანად ქართველი ერისთვის გოლდენ სტეიტის გაჩემპიონების შემთხვევაში პირველი ქართველი NBA-ს ჩემპიონის ყოლა ზაზას სახით,რაც მრავალი დიდი ქვეყნებისთვისაც კი ძალიან სანატრელია,და თუნდაც მარტო ამ დიდი სიხარულის შანსისთვის არის დასაფასებელი ჩვენი სახელოვანი და საამაყო კაპიტნის ეს ნაბიჯი,რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მიზნისთვის ხელფასის გვარიანი რაოდენობის მსხვერპლად შეწირვაზე,რადგამ რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი,კიდევ რამოდენიმე მილიონ დოლარზე არავინ ამბობს უარს ადვილად და თამაშის მხრივ აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს რომ ზაზა ბრწყინვალედ გაართმევს თავს მისთვის დასახულ ამოცანებს და მოხსნებით,პასებით და ბლოკის დაყენებებით დიდ სარგებლობას მოტანს მეომრებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაშI,ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ დიდ ქართველს ზაზა ფაჩულიას თავისთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად,უფალი ღმერთი დალოცავს და გაახარებს ყოველთვის მას.ასეა ეს.
data tutasxia
05 ივლისი 2016 15:09
0
ზაზა, ძლიერი კალათბურთელი, რომ ბრძანდებით ამიტომ მიგიწვიეს. გოლდენ სტეიტს თქვენნაირი მებრძოლი მაღალი კალათბურთელი, რომ სჭირდებოდა ამაზე დიდი ხანია ვფიქრობდი. კიდევ ვიმეორებ, სათადარიგოც, რომ იყოთ მაინც ლიდერი იქნები. გისურვებ წარმატებას.
ჯონი
05 ივლისი 2016 14:46
0
ზაას ფული ისედაც არ აკლია ამდენი ხანია ებიასჰი ტამასჰობს ისედაც ბევრი ფული აქვს უმდიდრესი ერტერტი საქარტველოსჰი სპორსმენებიდან წარმატებები ზაზა ფული რო დომობდა მაშინ 10 მილიონიანი კოტრაქტს გაიფორმებდა სხვა გუტდან მაგრამ მომავალ სეზონში უფრო მახალ ხელფას გაიფორმებს
luka
05 ივლისი 2016 14:42
0
ვისაც არ გესმით აგიხსნით რაც ხდება,დურანტი,კარი,ტომპსონი და გრინი ყველა 3 მაგრად ისვრის,აი ესეთ გუნდს ზუსტად ზაზას სტილის ცენტრი აკლდა,ბლოკებს დააყენებს და წავიდა 3 ბის წვიმა,აქ ბევრი რამაა ჩადებული,მთელი სიბრზნე და ვისაც ზაზა სათადარრიგო გონიათ დარწმუნდებით სეზონი რომ დაიწყება რომ ძირითად ცენტრად აიყვანეს,ჩემპიონი გახდება და კიდევ ბევრ მილიონს დაუმატებენ,ზოგის ტვიინი ამას ვერ აიტანს.
zaza fachulia brawo
05 ივლისი 2016 13:37
0
ამით ზაზამ მოიგო ძალიან მაგრად, მომამავ წელს როცა სახელფასო ერი კიდევ იზრდება და ზაზა მომავალ წელს კვლავ თავისუფალი აგენტი იქნება, და თან გოლდენი მინიმუმ ფინალის გუნდია, მომავალ წელს ზაზა მაგარ კონტრაქტს დაირტყავს
NIKA
05 ივლისი 2016 13:08
0
რაგბის ,,რეალ-ბარსელონაში" გვყავდა სამი ქართველი, ეხლა კალათბურთის ,,რეალ-ბარსელონაშიც" გვეყოლება ზაზა, 3 წუთის საშუალო მაჩვენებელიც რომ დაუგროვდეს ეს უკვე დიდი წარმატება ზაზასთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ მჯერა ზაზა სამი წუთისთვის არ გადავიდოდა და მეტსაც შეძლებს
მებრძოლი ლაზი
05 ივლისი 2016 13:00
0
საღოლ ზაზა
გივი
05 ივლისი 2016 12:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული