ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" - რატომ არჩია ზაზამ ფულს საჩემპიონო პერსპექტივა

AutoSharing Option
4 ივლისს ზაზა ფაჩულია 1-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალისტ "გოლდენ სტეიტ უორიორსს". ის სეზონში 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.

- Sbnation: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია!

მოლოდინი და რეალობა
1-ელ ივლისს NBA-ს თავისუფალ აგენტთა ბაზარი გაიხსნა. გუნდები კალათბურთელებს ოფიციალურად 7 ივლისიდან გაიფორმებენ. რამდენიმე ფაქტორის გამო ჩვენ ველოდით ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე "ძვირ" ტრანსფერს, რომელიც არ შედგა.

ასოციაციაში, ზოგადად, კარგი ცენტრების დეფიციტია, ცენტრი უფრო ძვირად ფასობს (აქ ვგულისხმობთ ხელფასს), ვიდრე სხვა პოზიციის კალათბურთელი.

ამიტომაც, როგორც კი თავისუფალ აგენტთა ბაზარი გაიხსნა, გუნდებმა
ეგრევე დაიტაცეს ძლიერი ცენტრები და 4 ივლისისთვის მხოლოდ ორი ცენტრი თუ დაიკვეხნიდა ბაზარზე, რომ სასტარტოში თამაშის გამოცდილება აქვს - ფაჩულია და პაუ გასოლი.

სწორედ ამის გამო ასოციაციის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ "დალასში" თავის გამოჩენის შემდეგ ქართველი ცენტრის კონტრაქტი თითქმის უნდა გაორმაგებულიყო - ზაზა კი "დალასში" სეზონში 5,2 მილიონ დოლარს იღებდა (სწორედ ეს არის ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე კონტრაქტი).

ახლახან ერთ-ერთი ექსპერტი წერდა, რომ "დალასს" შანსი გაუჩნდა, ზაზას მოლაპარაკებოდა და თუ მასთან მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებდნენ, ქართველი დაახლოებით 10 მილიონ დოლარზე დათანხმდებოდა.

ყველანაირი სიტუაცია ზაზას სასარგებლოდ იყო. მას შეეძლო მოენახა ასოციაციის უმოტივაციო გუნდი, სადაც სათადარიგო ცენტრად მშვიდად ითამაშებდა და სამმაგს მიიღებდა, ვიდრე ახლა მიიღებს საჩემპიონოდ გამზადებულ "გოლდენს სტეიტში", სადაც დიდი ალბათობით, სასტარტო ცენტრი იქნება!

ფაჩულიას პერსპექტივა
ასოციაციის ფინალში ("კლივლენდთან" მარცხში) "გოლდენ სტეიტში" ცენტრის პოზიციაზე ფესტუს ეზელი იწყებდა, სათადარიგო იყო ანდერსონ ვარეჟაო და მარის სპეიტსი, თითქმის არ თამაშობდა ენდრიუ ბოგუტი, ხშირად ფორვარდი დრეიმონდ გრინი იდგა ცენტრზე.

ბოგუტი "დალასში" მიდის, ეზელი - "პორტლენდში", სპეიტსი თავისუფალი აგენტია, რომლის შენარჩუნება კლუბს სურს, ისევე, როგორც ვარეჟაოც. "გოლდენ სტეიტმა" დრაფტზე აიყვანა დემიან ჯოუნსი.

სწორედ ამ მონაცემებით, ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი უნდა იყოს!

წარმოიდგინეთ ვარსკვლავური კლუბის სავარაუდო სასტარტო ხუთეული: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ზაზა ფაჩულია!

ფაჩულია ერთადერთია ამ ხუთეულში, რომელიც "ოლ სტარში" არ მონაწილეობდა.

"გოლდენ სტეიტის" პერსპექტივა
"გოლდენ სტეიტი" თითქმის ყველა ძირითადი მაჩვენებელით პირველ ადგილზე იყო ასოციაციაში (ქულები, სროლების პროცენტული მაჩვენებლები, სამქულიანები), ერთი მოხსნებით იყო გუნდი მე-4 ლიგაში და ფაჩულიას მისვლით, შესაძლოა, ეს მაჩვენებელიც გამოსწორდეს.

დასკვნა - გუნდი ისევ ერთ-ერთი პირველი კანდიდატია ჩემპიონობის, დურანტის მისვლით, კი ალბათ, მთავარი კანდიდატიც.

რას წერენ ზაზას ტრანსფერზე
yahoo.com წერს: "გოლდენ სტეიტმა" იშოვა იაფი და ნაყოფიერი ცენტრი ზაზა ფაჩულია. იმის წყალობით, რომ დრეიმონდ გრინი ცენტრზე თამაშობს ხოლმე, ამ პოზიციაზე გუნდს ბევრი კალათბურთელის აყვანა არ სჭირდება.

მაგრამ ფაჩულია ჭკვიანური დანამატია 2015 წლის ჩემპიონებისთვის. ის კარგი მექულე და მომხსნელია. ძალიან ჭკვიანურად იცავს საკუთარ ფარს, მას შეუძლია ის როლი იტვირთოს, რომელიც ბოგუტს ჰქონდა, როცა ტრავმები არ აწუხებდა.

რა თქმა უნდა, ფაჩულია არ არის ისეთი დიდი შევსება გუნდისთვის, როგორც კევინ დურანტი, მაგრამ ფაჩულია არის კარგი პლუსი გუნდისთვის იმ პოზიციაზე, რომელზეც ყველაზე მეტად უჭირს".

სხვებისთვის სამაგალითო
ჩვენი მხრიდან კი ერთს დავამატებთ, რომ "ლელოს" ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი პროფესიონალი.

ამერიკული კარიერის დაისისკენაც კი ზაზა ფაჩულიამ ბევრ ფულს სპორტული პერსპექტივა ამჯობინა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
Gaotsebuli vkitxulob komentarebs da msiamovnebs dadebiti toni rats zazas damsaxurebaa,jer katsi unda iko mere sxva danarcheni.gaixare chveno saamako Zaza shens lamaz ojaxtan ertad!
Dato
24 ივლისი 2016 18:34
0
ყველაზე ძვირ ტრანსფერს ველოდითო და რამდენი გადაიხადეს ზაზას ტრანსფერში ისიც გეცოდინებათ :)))))))) ეს არ არის ევროპული ფეხბურთი გენა. ტრანსფერებში ფულს არ იხდიან. შეიძლება გაცვალონ მოთამაშეები და მერე რაღაც მცირე თანხა დაუმატონ ერთმანეთს. ეგ ფეხბურთშია როცა სარფიანად ყიდიან მოთამაშეებს და თან ხელფასსაც უხდიან.
odala
11 ივლისი 2016 19:10
0
რა ფული, რის ფული! ქართველი კაცია, კოლხი, თხემით ტერფამდე! ვაჟკაცია და იმიტომაც მოიქცა ასე! "მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"! და კიდევ... "სჯობს სახელისა მოხვეჭა..."! ღმრთის წყალობა და წარმატებები ზაზას!
jiji
11 ივლისი 2016 17:27
0
უჭკვიანესი სპორტსმენია ზაზა ესეთი ალბად სულ რამდენიმე ყავს ჩვენ ქვეყანას საჩემპიონო ტიტული. ბეჭედი ,ისტორია და რაც უმთავრესია ამერიკული კარიერის დასრულების შემდეგ თამამად გააგრძელებს კარიერას ჩინეთში ან სადმე სადაც ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, კაცი ეხლავე ფიქრობს თავის მომავალზე და საყვარელ საქმეზე და იმიტომ მიდის დაბალ ხელფასზე, ახალგაზრდებმა აიღონ მაგალითი როგორ უნდა იშრომონ და მიზანი დაისახონ
1
09 ივლისი 2016 00:20
0
ზაზას გადაწყვეტილება პირველ რიგში ვაჟკაცი კაცის გადაწყვეტილებაა რომელმაც ფულს სახელი ამჯობინა.
ქართველი
08 ივლისი 2016 16:16
0
სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა!აი ნამდვილი სპორტსმენი და კაცი.ყოჩაღ ზაზა!იქნებ ფეხბურთელებმაც მიჰბაძონ.
სოსო
06 ივლისი 2016 11:46
0
ჩემთვის პირადად ენით აუწერელი სიხარულია;სასწაული,რომელსაც მუდამ ვუსურვებდი ზაზას,რადგან მან ეს დაიმსახურა.ჩემი უსაყვარლესი სპორტსმენი უსაყვარლეს გუნდში გადადის.
რა ფული ხალხნო,რის ფული?! გოლდენ სტეიტი თავის წლევანდელ რეკორდს გააუნჯობესებს და ჩემპიონიც გახდება და წარმოიდგინეთ ნბა-ს ისტორიაში ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაიწერება ზაზას სახელიც.ამას ხომ ვერანაირი ფულით ვერ იყიდის ვერავინ?
წარმატებები ზაზას!!!ლომი ხარ ზაზა,ლომიიიიიიი
moxetiale
06 ივლისი 2016 04:15
0
ეს არის სუპერ ღირსეული გადაწყვეტილება და ზაზასგან სხვანაირს არც მოველოდი!

დიდი მადლობა კაპიტანო რომ საქართველოს გაუჩინე ძალიან დიდი შანსი რომ ვიამაყოთ ისტორიაში პირველი ნბა-ს ჩემპიონით!

P.S. არველაძეებზე სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით! ვინ ვინ და არველაძეები არასოდეს გამოკიდებიან ფულს. შეგახსენებ რომ სულ რაღაც 4-5 თვის წინ შოთამ ტრაბზონისგან კუთვნილ ძალიან დიდ თანხაზე უარი თქვა რომელიც კომპენსაციის სახით სრულიად კანონიერად ეკუთვნოდა!
namdvili zaza
06 ივლისი 2016 03:29
0
ამას ჭანტურია რომ კითხულობდეს,ან საერთოდ რამე რომ ქონდეს წაკითხული,იქ არ წავიდოდა ნებით,სადაც ქართველებს ხელბორკილებით აგზავნიდნენ! ... წარმატება ზაზას!
misha-ს
06 ივლისი 2016 01:53
0
არველაძე ხომ არ არის, ( განსაკუთრებით რეზო) რომ ფული აერჩია...
lasha qristesiashvili
05 ივლისი 2016 23:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული