ESPN Insiders: დასავლეთში ყველაზე დიდ სარგებელს ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი მოიტანს

AutoSharing Option
ESPN Insiders-მა დასავლეთ კონფერენციის ტრეიდები შეაფასა და ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" მონათლა საუკეთესოდ იმ გარიგებებში, რომლებშიც დიდი ფული არ დახარჯულა.

გამოცემის აზრით, ყველაზე დიდ შედეგს სწორედ ზაზას ეს გადასვლა მოახდენს:

"დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" შეიძინა ცენტრი იმ ფასად, რა ფასადაც "ბრუკლინმა" ვინმე ჯასტინ ჰემილტონი აიყვანა.

მართალია, ზაზა ფაჩულია არ არის "ოლ სტარის" კალიბრის კალათბურთელი, მაგრამ ის "დიდ ბიჭებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა, რაც დიდებულად შეეფერება "გოლდენ სტეიტის" სათამაშო სტილს".

* * *
Slate Magazine სტატიის სათაურში კითხვას სვამს:
"მოუგებს თუ არა
ახალი "გოლდენ სტეიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის "ოლ სტარის" გუნდს"?

მართლაც, "გოლდენ სტეიტის" სავარაუდო ხუთეულიდან, ზაზა ფაჩულიას გარდა, ყველამ ითამაშა "ოლ სტარში": კარიმ, ტომპსონმა, დურანტმა, გრინმა... 15-კაციან შემადგენლობაში 4 სუპერვარსკვლავი არც ერთ გუნდს არ ჰყავს.

* * *
myajc.com გაოცებულია:
"ზაზა ფაჩულია სულ რაღაც 2,9 მილიონ დოლარად ითამაშებს "გოლდენ სტეიტში", მაშინ, როცა რუს ტიმოფეი მოზგოვს "ლეიკერსი" 4 წელიწადში 64 მილიონ დოლარს გადაუხდის.

* * *
isportsweb.com:
"ფაჩულია კარგი დამხმარე იქნება გუნდისთვის შეტევაში. მას ეხერხება პასი, მოხსნა და სროლა. ისევე, როგორც ეს შეეძლო ბოგუტს, ანუ ბევრი შეხებისა და წვალების გარეშე.

შესაძლოა, მას არ აქვს ისეთი კარგი მონაცემები დაცვის კუთხით, როგორც NBA-ს საუკეთესო ცენტრებს აქვთ. ზაზა საშუალოდ მხოლოდ 0,3 დაფარებას და 0,8 ჩაჭრას აკეთებს. ფაჩულიას ნაკლები ათლეტიზმი ამ მხრივ პრობლემაა.

მიუხედავად ამისა, თუკი ზაზა ოფიციალურად მართლაც შეუერთდება გუნდს, დიდი ალბათობით, ის იქნება მეხუთე სტარტერი "გოლდენ სტეიტში". ზაზას ჯონსი შეცვლის ხოლმე, მაგრამ გუნდი სიტუაციის მიხედვით, ხანდახან ცენტრის გარეშეც ითამაშებს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
murtalo, ჯიგარი ხარ
ნიკოლოზ
13:50 09-07-2016
0
გომელსკის დარი... სიძულვილი ყოველივე ქართულის მიმართ არაა გასაკვირი. გასაკვირია ბევრი "ქართველის" კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ. მეტიც, დააკვირდით ამ ტიპაჟების კომენტარებს ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება თუ წარუმატებლობაზე და მიხვდებით რა ტიპის მძორებთან გვაქვს საქმე. ათასობით პრეზერვატივი უნდა დაურიგდეს ამ ხალხს უფასოდ და აეკრძალოთ მის გარეშე ქალთან ცხოვრება, რომ მათი ჯიში არ გამრავლდეს. ისედაც საკმარისზე მეტნი არიან უჯიშონი.
murtalo
03:10 09-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული