უცხოური მედიის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელით ბერძნული "პანათინაიკოსია" დაინტერესებული, რომელსაც შენგელიას შეძენა ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქვს დასახული.
შეგახსენებთ, რომ შენგელია "ლაბორალ კუჩაში" 2014 წელს გადაბარგდა და ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.