ESPN-ის პროგნოზი: "დალასი" პლეი ოფში ვერ გავა, "გოლდენ სტეიტი" პირველ ადგილზე დაასრულებს

AutoSharing Option
NBA-ს სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა საინტერესოა ESPN-ის პროგნოზი, თუ როგორ წარიმართება რეგულარული სეზონი დასავლეთ კონფერენციაში.

ექსპერტების აზრით, ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი "დალას მავერიკსი" ამჯერად ვეღარ გავა პლეი ოფში, ის 8 გუნდს მიღმა დარჩება 40 მოგება-42 წაგება შედეგით.

ანალიტიკოსები ამას, რა თქმა უნდა, ფაჩულიას წასვლას არ უკავშირებენ. მათი თქმით, "დალასის" შემადგენლობა უკვე ძალიან "მოხუცია" - დირკ ნოვიცკი 38 წლისაა, დერონ უილიამსი და ენდრიუ ბოგუტი 32-32 წლის არიან...

"დალასმა" "გოლდენ სტეიტისგან" ჰარისონ ბარნსი და ენდრიუ ბოგუტი დაიმატა, მაგრამ ნუ ელოდებით, რომ
მათგან "დალას უორიორსს" მივიღებთ", - წერს საიტი.

სამაგიეროდ, ზაზა ფაჩულიას ახალ გუნდს, "გოლდენ სტეიტს" გამოცემა ფავორიტად მიიჩნევს. ექსპერტების აზრით, რეგულარულ სეზონს ზაზას გუნდი პირველ ადგილზე 67-15 შედეგით დაასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული